სიახლეები

ონლაინ შეხვედრების ციკლი

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო საქართველოში სასწავლო პროცესი მარტის შემდეგ შეწყვეტილია. აქედან გამომდინარე ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისტის დაიგეგმა ონლაინ შეხვედრების ციკლი ფსიქოლოგ ეკატერინე(ქეთი) თავართქილაძესთან. პირველი შეხვედრა ამა წლის 10 მაისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის პარტნიორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (სოფელ ლაითურის, სოფელ ნასაკირალის, სოფელ შრომისა და სოფელ ნიგვზიანის) წარმომადგენლები და ასევე ოზურგეთის ბაღების გაერთიანების მეთოდისტი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პანდემიის დროს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ემოციური მდგომარეობა და მისი მართვა, ასევე ფსიქოლოგმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარებათ მათ შემდგომში აღსარდელების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში.
შეხვედრების ციკლი გაგრძელდება.