პანდემიის პირობებში საფრთხის შემცველია დაწესებული შეზღუდვების მოხსნა
📢 22 მაისს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა დებატი, კარლ პოპერის ფორმატით.
რეზოლუცია: პანდემიის პირობებში საფრთხის შემცველია დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.
✔️მტკიცებითი გუნდის არგუენტები შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, ძირითადად, ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვას ეხებოდა. უარმყოფელი გუნდი საკუთარ პოზიციას ქვეყნის პოზიტიურ მიღწევებსა და ამჟამინდელ სტატისტიკას უკავშირებდა.
📌თამაში ძალიან დინამიური და ინტერაქციული გამოდგა. არგუმენტებით ბრძოლაში გამარჯვება მტკიცებითმა გუნდმა მოიპოვა.