სიახლეები

პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესარჩევი ორ ეტაპიანი კონკურსი

დასრულდა პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესარჩევი ორ ეტაპიანი კონკურსი პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში.
9 და 10 მარტს ჩატარდა გასაუბრება კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული გურიისა და კახეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
პროექტის პირველ ეტაპზე შეირჩა კახეთის რეგიონის 6, ხოლო გურიის რეგიონის 8 საჯარო სკოლა
კახეთის რეგიონში:
• სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის საჯარო სკოლა
• ლაგოდეხი მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა
• ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლა
• ქალაქ დედოფლისწყაროს # 2 საჯარო სკოლა
• თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლა
• ყვარელის რაიონის სოფელ ახალსოფელის # 2 საჯარო სკოლა
გურიის რეგიონში:
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნაგომრის საჯარო სკოლა
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლა
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯის საჯარო სკოლა
• ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
• ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლა
# პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ლიდერობით (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.