სიახლეები

პარტნიორი სკოლების სტრატეგიული განვითარების გეგმების მომზადება

ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ კონსულტირებით ორაგნიზაციის პარტნიორი სკოლების მიერ მომზადდა პარტნიორი სკოლების სტრატეგიული განვითარების გეგმები. ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს სკოლების დახმარებას აღნიშნული სტრატეგის დანერგვის მიმართულებით. მომზადებული სტრატეგიული გეგმის მიზნები არ მოიცავს მხოლოდ სწავლა-სწავლების პროცესსა და მის განვითარებას, მასში აღწერილია ისეთი პრობლემები, როგორებიცაა, მშობლისა და თემის წევრების ჩართულობა სასწავლო პროცესში, სოციალური პოლიტიკის გავლენა მოსწავლეთა განვითარებაზე, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები და სხვა. პარტნიორი სკოლები ორაგნიზაციის წევრების დახმარებით ამზადებენ კონცეფციებს, თუ რა გზებით შეიძლება შეუწყოს სკოლამ ხელი ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრას. მიმდინარე ეტაპზე ორგანიზაციამ პარტნიორი სკოლებისთვის მოამზადა გზამკვლევი თემაზე - სკოლების მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით კონცეფციის/პროგრამის მომზადება. აღნიშნული დოკუმენტი გადაეგზავნა სკოლის წარმომადგენლებს, ასევე ჩატარდა შეხვედრა სკოლის დირექტორებთან zoom-ის პლატფორმის გამოყენებით აღნიშნულის თაობაზე.