სიახლეები

პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებთან დისტანციურ რეჟიმში გრძელდება მუშაობა

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორგანიზაციის საგანმანათლებლო მიმართულების კომპონენტი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, თუმცა, არ შემწყდარა მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ ეტაპზე პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებთან დისტანციურ რეჟიმში გრძელდება აქტიური მუშაობა სკოლის სტრატეგიულ გეგმის შემუშავებაზე. პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები დისტანციურად იღებენ კონსულტაციებსა და უკუკავშირს კომპონენტის თანამშრომლებისგან. გარდა ამისა, მზადდება გაზეთ „საფეხურის“ ახალი ნომრის სტატიები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შექმნილმა მდგომარეობამ არ შეაფერხოს სამუშაო პროცესი.