სიახლეები

პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები

2020 წლის 1 თებერვალს, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული პარლამენტისა და ლიდერთა სკოლის მოზარდებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

ფასილიტატორმა შეხვედრაზე განიხილა:

ü  როგორ უნდა მომზადდეს და დაიგეგმოს პრეზენტაცია;

 

ü  პრეზენტაციის მიზანების, ამოცანების და სტრუქტურის განსაზღვრა;

 

ü  პრეზენტაციის ვიზუალური მასალის მოძიება და დამუშავება;

 

ü  აუდიტორიის მართვა და დარწმუნება;

 

ü  საჯარო გამოსვლის შიში და ემოციების მართვა;

 

ü  სხეულის ენა;

მეორე ეტაპზე ახალგაზრდებმა იმუშავეს ჯგუფებში.  ფასილიტატორმა თითოეულ ჯგუფს სამი სხვადასხვა პროდუქტი გადასცა და თითოეულ ჯგუფს დაევალა   მცირე პრეზენტაციების მომზადება. აღნიშნული სავარჯიშო ითვალისწინებდა ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას.