სიახლეები

რა არის ბრენდინგი

2020 წლის 29 ივნისს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორმა შოთა ჩინჩალაძემ ჩაატარა ლექცია თემაზე "რა არის ბრენდინგი".
 შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერმა ისაუბრა ზოგადად ბრენდის არსის და ბრენდინგის შესახებ, თუ რატომ ირჩევენ ადამიანები ამა თუ იმ ბრენდს, რა მნიშვნელობა აქვს ბრენდში ლოგოს, როგორ მიმდინარეობს ბრენდის შენების პროცესი, ვინ ქმნის ბრენდს, რამდენად აუცილებელია მომხმარებელთან მუდმივი, სწორი კომუნიკაცია და ჰგავს თუ არა ადამიანები და ბრენდები ერთმანეთს.
 ასევე, განხილული იყო ბრენდის შექმნის კონკრეტული ქეისები, რომელთა საშუალებითაც დასტურდება რომ ბრენდინგში მნიშვნელოვანია იყო განსხვავებული.
ლექცია ინტერაქციული იყო და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი მათთვის საინტერესო საკითხებზე.
📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით