სიახლეები

"რა არის საჯარო მმართველობა"

📢 2020 წლის 20 ივლისს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ორგანიზებით ჩატარდა დასკვნითი ლექცია თემაზე "რა არის საჯარო მმართველობა".
 შეხვედრაზე განხილული იყო სახელმწიფოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხები, გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული, ლიბერალური და რესპუბლიკური ტრადიცია, საჯარო მმართველობის საერთაშორისო მაგალითები.
სალექციო კურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებას საჯარო მმართველობის რეფორმის და ელექტრონული სერვისების შესახებ.
✔️ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტში ჩართულია 25 ახალგაზრდა.
✔️ტრენინგ კურსი ტარდება პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი
#CSOForum
#EU4Georgia