სიახლეები

საინფორმაციო კამპანია

📢 23 მარტს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მიერ ქ. ოზურგეთში მოეწყო საინფორმაციო კამპანია.
🔹 კამპანიის მიზანი გახლდათ ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.
🔹 ცენტრის მიზანია შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით.
🔹 ცენტრის სერვისებით სარგებლობა არის სრულიად უფასო❗️❗️❗️
🇪🇺 პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის(OSGF) ორგანიზებით.
დამატებითი ინფორმაცია:
📞 571 094 949; 595448 892; 557 923 579
📍 გ. ეპისკოპოსის 3, ოზურგეთი