სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა

📌ამა წლის 23 თებერვალს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. ბაღის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის წევრებთან ერთად განიხილეს საპროექტო იდეები, რომლებსაც დაამუშავებენ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ ასევე მიიღო ინფორმაცია არსებული საგრანტო კონკურსებისა და იმ ფონდების შესახებ, რომლებიც შესაძლოა დამხმარე აღმოჩნდეს მათი დაწესებულებების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში.
📌28 თებერვალს ასევე გაიმართა მეორე შეხვედრა პარტნიორი ბაღის წარმომადგენლებთან, მათ გააკეთეს მცირე პრეზენტაციები და შეარჩიეს თითო საპროექტო იდეა. პრობლემების ჩამონათვალი მთლიანად ეფუძნებოდა მათ მიერ წინა საანაგარიშო პერიოდში მომზადებულ თვითშეფასების ანგარიშებს. შეხვედრაზე დაიგაგმა სამომავლო აქტივობებიც და მუშაობას ორგანიზაციის წარმომადგენლები თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ინდივიდუალურად განაგრძობენ.