სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები პარტნიორი სკოლების მოზარდებთან

“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით გურიის 8 საჯარო სკოლაში „იდეების ლაბორატორიების“ ფუნქციონირება დაიწყო.
✔️ პირველ ეტაპზე საინფორმაციო შეხვედრები სკოლის ფიზიკურ სივრცეში მოეწყო, ხოლო სამუშაო შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
📌 ორგანიზაციის პარტნიორ საჯარო სკოლებში შეიქმნა ახალი პლატფორმა, რომელიც მიმართულია მოზარდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობისთვის.
💡იდეების ლაბორატორიის კონცეფცია დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების უნარ–ჩვევების პრაქტიკული მაგალითებით სწავლებას ეფუძნება.
📌 შეხვედრებზე გაიმართა მსჯელობა მოზარდების როლზე სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების პროცესში. ასევე, განხილულ იქნა იდეების ლაბორატორიის წევრების ინდივიდუალური ინტერესები და საჭიროებები.