სიახლეები

საჯარო დებატი

📢2020 წლის 25 დეკემბერს, ლიდერთა სკოლის მოზარდების ინიციატივითა და მონაწილეობით კიდევ ერთი საჯარო დებატი ჩატარდა.
✅დებატებში ლიდერთა სკოლის მოზარდებთან ერთად სპიკერებად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაია მონაწილეობდნენ.
სადებატოდ წარმოდგენილი იყო რეზოლუცია: ჩვენს ქვეყანაში ქალებს და კაცებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ.
✅მხარეებმა წარმოადგინეს არგუმენტები თანაბარი შესაძლებლობების ბარიერების, საკანონმდებლო რეგულაციების, სტერეოტიპული მიდგომების შესახებ.
კამათი წარიმართა არასწორად განაწილებული გენდერული როლებისა და ურთიერთობების, ასევე შრომის გენდერული განაწილების შესახებ.