სიახლეები

საჯარო სკოლების თვითშეფასება

30 ნოემბერსა და 1 დეკემბერსახალგაზრდა პედაგოგთა კავშირშიპარტნიორი სკოლებისთვის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის: სოფელი შემოქმედი, სოფელი ნასაკირალი, სოფელი ლაითური, სოფელი ნაგომარი, სოფელი შრომა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხაჯალია) გაიმართა ტრენინგი თემაზესაჯარო სკოლების თვითშეფასება“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებისთვის თვითშეფასების შესახებ თეორიული ინფორმაციის მიწოდება, შეფასების პროცესის განხორციელებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება.
სესიების განმავლობაში ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე -რა არის თვითშეფასება, რატომ არის მნიშვნელოვანი თვითშეფასების კულტურის დანერგვა სკოლაში, როგორია საერთაშორი გამოცდილება ამ მხრივ, რომელია კვლევის ეფექტური მეთოდოლოგია თვითშეფასების პროცესში, კვლევის ეთიკა, და სხვა.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ტრენინგის ბოლოს განისაზღვრა თვითშეფასების პროცესის სამუშაო გეგმა. აღნიშნული სკოლების წარმომადგენლები მოამზადებენ სკოლის თვითშეფასების დოკუმენტს.