“საქართველოში ქალებსა და კაცებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ“
მიმდინარე წლის 5-7 აპრილს „ლიდერთა სკოლის“ თბილისის ფილიალის მოსწავლის ლიზი ბუხრაშვილის ინიციატივით „საერთაშორისო აკადემია ლოგოსის“ მოსწავლეებს შორის გაიმართა დებატ-ტურნირი კარლ პოპერის ფორმატით თემაზე “საქართველოში ქალებსა და კაცებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ“.
ტურნირში სკოლის მოსწავლეთა 9 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდებს კონსულტირებას უწევდნენ თბილისისა და ოზურგეთის "ლიდერთა სკოლის" მოსწავლეები. თამაშებს „საერთაშორისო აკადემია ლოგოსის“ დირექტორთან ერთად უმსაჯეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებმა Khatia Tchanishvili-მა და
TaTia Mgeladze
-მ, ასევე თბილისის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა:
Gvantsa Kiknavelidze
მ, #nikolozchkheidzeმ და #lizigoqadzem. ფინალში კი გამარჯვება უარმყოფელმა გუნდმა მოიპოვა. ტურნირის ბოლოს გამოვლინდა სამი საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრით. ორგანიზაციამ ასევე დააჯილდოვა „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლე ლიზი ბუხრაშვილი საინტერესო ინიციატივისთვის.
ტურნირს წინ უძღოდა ტრენინგი „კარლ პოპერის ფორმატის დებატის“ შესახებ, რომლის ფარგლებში განხილული იყო დებატის ძირითადი წესები და სპეციფიკა. ტრენინგს უძღვებოდნენ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები“
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით
Lizi Bukhrashvili
-ს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის!