სიახლეები

სამეწარმეო უნარების კურსი

📢 30 აპრილს ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში დაიწყო სამეწარმეო უნარების ერთ თვიანი კურსი.
👩‍💼 კურსის პირველ 3 დღიან მოდულს - ბიზნესის დაწყების და კლიენტებთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები - უძვებოდნენ CSRDG-ის ტრენერები გვანცა ფაცაცია და ნინო ცეცხლაძე.
განხილულ საკითხებს შორის იყო 👇
🔹 ბიზნესი იდეების გენერირება; ბიზნეს გეგმის შემადგენელი კომპონენტები.
🔹 რა უნარებსა და თვისებებს უნდა ფლობდეს მეწარმე; ინტერპერსონალური კომუნიკაცია
🔹 კლიენტის საჭიროებების დადგენა; დამაჯერებელი და პოზიტიური ენა
🔹 ეფექტური შეთავაზება;არავერბალური კომუნიკაცია და სხვ.
👉 სამეწარმეო კურსი ტარდება პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
🇪🇺 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.