სიახლეები

სამოქალაქო განათლება და მისი მნიშვნელობა

📢 15 მაისს, ლიდერთა სკოლის წევრმა, თაზო ჯოჯუამ თანატოლგანმანათლებელთა ონლაინ ტრენინგი ასკანის თემში მცხოვრები მოზარდებისთვის ჩაატარა.
📌 შეხვედრის თემა „სამოქალაქო განათლება და მისი მნიშვნელობა“ გახლდათ. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ცნობიერებაზე პანდემიის დროს და ასევე მოქალაქეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე.
⚠️ საყურადღებოა, რომ სამოქალაქო განათლება დღემდე რჩება საგნად და არ ხდება მისი მნიშვნელობის სრულფასოვანი გაგება. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სამოქალაქო განათლებასა და მის მნიშვნელობაზე.
თანატოლგანმანათლებლობა აქტიურად გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში, მოზარდები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას, მსჯელობენ მნიშვნელოვან საკითხებზე რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი
#ლიდერთასკოლა
#თანატოლთგანათლება