სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

📢 2022 წლის 23 თებერვალს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის გურიის პარტნიორი საჯარო სკოლების „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები, ლიდერთა სკოლის მოსწავლეებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში გიორგი ურუშაძეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდნენ.
🔵 სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა მოზარდების მიერ საკუთარ თემსა და სკოლებში იდენტიფიცირებული პრობლემები. ყურადღება გამახვილდა სპორტული ინფრასტრუქტურის (შიდა და გარე სპორტული მოედნები) რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო/სასწავლო რესურსების დეფიციტის, სკოლასთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უსარგებლო ნახევრადდანგრეული შენობების დემონტაჟის, მოუწესრიგებელი სველი წერტილების, გაზიფიკაციის აუცილებლობის, გაუმართავი სასკოლო ინფრასტრუქტურის პრობლემებზე.
🔵 მოზარდებმა ყურადღება გაამახვილეს სოფლებში გაუმართავი გზების, სასმელი წყლის და სკოლის ტერიტორიებზე მომრავლებულ ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
🔵 მხარის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა მოზარდების მხარდაჭერა გამოხატეს კონკრეტული საკითხების მოგვარების პროცესში. მათი მხრიდან დეტალურად იქნა განხილული თითოეული საკითხის მოგვარების პერსპექტივა თუ შესაძლო ბარიერები. საუბარი წარიმართა კონკრტულ ქმედებებზე, წარდგენილი პრობლემების მოგვარების ვადებთან დაკავშირებით.
📌 მოზარდების აქტივობები ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.