სამუშაო შეხვედრები გურიის 8 პარტნიორი სკოლის მოზარდთა ჯგუფებთან
"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ „იდეების ლაბორატორიები“ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავიდა.
14-18 დეკემბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრები გურიის 8 პარტნიორი სკოლის მოზარდთა ჯგუფებთან.
სესიებზე განხილული იყო ღირებულებების მნიშვნელობა. ასევე, მოზარდებმა იმსჯელეს საკუთარი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისა და ცხოვრების სტილის არჩევის პროცესში გარკვეულ ფასეულობებსა და დამოკიდებულებებზე.
ყურადღება გამახვილდა იმ საქმიანობებზე, რასაც მოზარდები აკეთებენ და შესაძლოა მიუღებელი იყოს მათ თემში სხვადასხვა გენდერული სტერეოტიპების გამო.
“იდეების ლაბორატორიის" მოზარდები გეგმავენ მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას, რათა მათ თანატოლებსაც ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, რადგან განათლების უფლება ყველა მოზარდს თანაბრად უნდა ჰქონდეს.