სიახლეები

სასწავლო ტური ბელგიაში

ა(ა)იპ”ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ორგანიზებით მოეწყო სასწავლო ტური ბელგიაში. სასწავლო ტურში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები, გურიის რამდენიმე სკოლის დირექტორი და განათლების სისტემის წარმომადგენელი. სასწავლო ტური გრძელდება 7 დღე. ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ბელგიის განათლების სისტემასა და სხვადასხვა მეთოდური სკოლის მუშაობის პრინციპებს.
I დღე 30.09.2019
სტუმრობა ქალაქ ლიუვენში, თავისუფალ სკოლა de7sprong-ში (ფრაინერის სკოლა) სასწავლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ სკოლის დირექტორს -უილიამ ვან აუსლოსს. შეხვედრაზე მასპინძელმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად განსხვავებებსა და სიკეთეებზე, რომლებიც კონკრეტული მეთოდოლოგიით სწავლებისას მიიღწევა.
დღის მეორე ნახევარში ტურის მონაწილეები შეხვდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა მშობლებს გამოცდილების გაზიარების მიზნით.
დღის განმავლობაში ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ქალაქის ისტორიული და ცენტრალური უბანი.