სიახლეები

სასწავლო ტური ბელგიაში დღე II

სასწავლო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს სკოლა- forest air, რომელიც განკუთვნილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. საგანმანათლებლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ აღნიშნული სკოლის დირექტორს კრისტალ ვერსტრაიტენს, რომელმაც მათ გააცნო მუშაობის სპეციფიკა და მეთოდოლოგია.
დღის მეორე ნახევარში გაიმართა დისკუსია, სადაც ტურის მონაწილეებმა განიხილეს სიახლეები და განსაზღვრეს გარკვეული მიმართულებები, რომლებიც შესაძლოა, დაინერგოს მათ სასკოლო პრაქტიკაში.
ასევე, ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მათ შორის, ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი.