სიახლეები

სასწავლო ტური ბელგიაში დღე III

სასწავლო ტურის მონაწილეები იმყოფებოდნენ ქალაქ გენტში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ დონეზე განათლების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებს, კერძოდ, მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა საკონსულტაციო სამსახურის, ასევე ბავშვზე ზრუნვისა და მშობელთა ჯგუფების გაძლიერების მიზნით შექმნილ განათლების ცენტრის წარმომადგენლებს. სასწავლო ტურის მონაწილეები ასევე შეხვდნენ ქალაქის მერიის წარმომადგენელს საგანმანათლებლო პოლიტიკის გაცნობის მიზნით.
დღის მეორე ნახევარში მონაწილეებმა დაათვალიერეს ქალაქ გენტის ღირსშესანიშნაობები.