სიახლეები

სასწავლო ტური ბელგიაში დღე IV

სასწავლო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს კათოლიკური სკოლა მოზაიკა, რომელიც განკუთვნილია სკოლამდელი, საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის. საგანმანათლებლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ აღნიშნული სკოლის დირექტორს გერტ ვანდერ მიულენს, რომელმაც მათ გააცნო სკოლის ხედვა და მეთოდოლოგია.
დღის მეორე ნახევარში საგანმანათლებლო ტურის მონაწილეებს უმასპინძლეს ადგილობრივთა ჯგუფმა, რომლის წევრებიც შეისწავლიან ქართულ ფოლკლორს, შეხვედრაზე მასპინძლებმა მოამზადეს ტრადიციული ბელგიური კერძები.