სიახლეები

სასწავლო ტური ბელგიაში დღე V

სასწავლო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს შტაინერის მეთოდილოგიის ,,ვალდორფის თავისუფალი სკოლა'', რომელიც განკუთვნილია სკოლამდელი, საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის. საგანმანათლებლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ აღნიშნული სკოლის დირექტორს რომელმაც მათ გააცნო სკოლის უნიკალური მეთოდოლოგია.
დღის მეორე ნახევარში საგანმანათლებლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ განათლების ექსპერტს ლუდო ჰეილენს, რომელიც ახალი, გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების ერთ-ერთი თეორეტიკოსია.
დღის ბოლოს მონაწილეებმა შეაფასეს სასწავლო ტური ბელგიელ კოორდინატორ ლინ ვანნულენდთან ერთად. გაცვალეს იდეები და კონტაქტები სამომავლო თანამშრომლობისთვის.