სიახლეები

სათემო აქცია

2021 წლის 20 მაისს ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ,,ანასეულის დღეგრძელთა სახლში“ სათემო აქცია გაიმართა. ორგანიზაციის თანამშრომლებმა ხანდაზმულთა სახლის ბაღში საგაზაფხულო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.
აქციის ბოლოს ხანდაზმულებმა ხეივანში გაშენებული ვარდები დაკრიფეს, რომლისგანაც მურაბას მოამზადებენ და მეგობრებსა და სტუმრებს გაუმასპინძლდებიან.