სიახლეები

სემინარი გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებასა და ზოგადი განათლების შესახებ კანონში გენდერული საკითხების გათვალისწინების შესახებ

2021 წლის 9 აპრილს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სემინარი გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებასა და ზოგადი განათლების შესახებ კანონში გენდერული საკითხების გათვალისწინების შესახებ.
სემინარზე ისაუბრეს ბიუჯეტირების პროცესში გენდერული საჭიროებების გათვალისწინების შესახებ. ასევე, ბიუჯეტის თანაბარ განაწილებასა და საჭიროებების შესაბამის განაწილებას შორის არსებულ განსხვავებაზე.
სესიის მეორე ნაწილი ზოგადი განათლების შესახებ კანონის გენდერულ საჭიროებებთან შესაბამისობის საკითხებს დაეთმო. -ყურდღება გამახვილდა განათლების სისტემაში გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად და თანასწორობის ხელშესაწყობად არსებული მექანიზმები შესახებ.
მოზარდები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესის მიმდინარეობაში. მოჰყავდათ მაგალითები პირადი გამოცდილებიდან. მსჯელობდნენ, რა მნიშვნელობა აქვს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას გენდერული თანასწორობის ჩამოყალიბების პროცესში.
შეხვედრას უძღვებოდა იურისტი/ტრენერი ნინო ლოლაძე.