სიახლეები

სემინარი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ

📢 2021 წლის 7 აპრილს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის და ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სემინარი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ.
✔️ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ტიპებსა და მათი დამზადების ტექნოლოგიებზე. ასევე განიხილეს კონკრეტული ვაქცინების მახასიათებლები, ჩვენებები, უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები.
✔️ შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხს ეთმობოდა. ახალგაზრდებმა დასვეს მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები კოვიდ-ვაქცინებთან დაკავშირებით და იმსჯელეს საზოგადოებაში გავრცელებული შიშისა და უნდობლობის გამომწვევ ფაქტორებზე.
შეხვედრას უძღვებოდა იზი მგელაძე.