სიახლეები

შეხვედრა

📣 2022 წლის 30 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლისა და პარტნიორი საჯარო სკოლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ონლაინ ფორმატში შეხვედროდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს ქნ. თამარ მახარაშვილს, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის და ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსებს.
✅ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე:
• უსაფრთხო სკოლა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
• სასწავლო რესურსებთან ხელმისაწვდომობა (ინტერნეტი, ტექნიკური მოწყობილობები და სხვა საჭირო რესურსები)
• დემოკრატიული ღირებულებების სწავლება და პროცესის ხელისშემშლელი გარემოებები/სტერეოტიპული მიდგომები
• არაფორმალური განათლება და სხვა საგანმანათლებლო სტრატეგიის გამოყენება სწავლების პროცესში
• სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობები, სამეურვეო საბჭოები და მათი ფუნქციონირების პროცესში არსებული გამოწვევები.
✅მოზარდები დაინტერესდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკური ხედვით განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. მაშინ როცა დაწყებულია აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესი არსებობს თუ არა სკოლების მხარდაჭერის სტრატეგია ამ მიმართულებით, რადგან რეგიონში, განსაკუთრებით კი სოფლის საჯარო სკოლებში არაერთი გამოწვევა არსებობს ინფრასტრუქტურული კუთხით.
✅ ასევე, ყურადღება გამახვილდა სკოლის შიგნით არსებული მართვის ორგანოების (მოსწავლეთა თვითმმართველობება, სამეურვეო საბჭო) ფუნქციურობასთან დაკავშირებით.
✅ მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე, მოზარდები დაინტერესდნენ ხდება თუ არა მონიტორინგი როგორ ინერგება/ისწავლება ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში და არსებობს თუ არა მონიტორინგის სისტემა, რამდენად ახერხებენ პედაგოგები იმ ღირებულებების გადაცემას, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი.
მინისტრის მოადგილემ ზემოაღნიშნული თემები მოზარდებთან განიხილა, ისაუბრა თითოეული საკითხის აქტუალურობაზე და სამინისტროს ხედვაზე. აღნიშნა, რომ დაწყებული აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესი ხელს შეუწყობს წარმოდგენილი საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას.
✅ შეხვედრის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს სასკოლო პრობლემების მოგვარების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.