სიახლეები

შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან

2020 წლის 17 ნოემბერს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის და ლიდერთა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ ონლაინ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან.
✔️ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა შეიტყვეს რა ღონისძიებებს ახორციელებს მერია გენდერული თანასწორობის და ქალთა/გოგონათა უფლებების პოპულარიზაციისთვის. ასევე, განხილული იყო თუ რა როლი აქვს ნაადრევი და იძულებით ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მუნიციპალიტეტის მერიას და ომბუდსმენის აპარატს.