სიახლეები

შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებთან

ამა წლის 4 დეკემბერს „ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს პარტნიორი ბაღების ჩართულობით. მონაწილე მხარეებმა კი გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა.