
24-25 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს.

ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ის შესაძლებლობები, რომელსაც სთავაზობს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი და ისაუბრეს მერის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

გურიის რეგიონში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ფუნქციონირებს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას, გაძლევთ უნიკალურ შანსს, შეხვდეთ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღოთ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა.

პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

571 094 949; 595448 892; 557 923 579

გ. ეპისკოპოსის 3, ოზურგეთი
ჩოხატაურის ოფისი:

555022935; 577594659