სიახლეები

შეხვედრა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

📢 18 მარტს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ინიცირებით გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
🤝 შეხვედრის მიზანი გახლდათ რეგიონში მიმდინარე დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების მიმოხილვა, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარება და არსებული გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარების გზების ძიება.
🔹 შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: დასაქმების სახელმწიფო სააგენტო” “ცვლილებებისა და ინოვაციების ინსტიტუტი”, “ახალგაზრდობის სააგენტო”, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი"