სიახლეები

,,შპს ნათურა თი კომპანი''.

📌2022 წლის 1 ივნისს სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გურიანთის საჯარო სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ იმყოფებოდნენ ადგილობრივ საწარმოში ,,შპს ნათურა თი კომპანი''.
🎯საწარმოში ვიზიტის მიზანს სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული გაცნობა წარმოადგენდა. მოზარდები გაეცნენ საწარმოს მუშაობის პრინციპებს, მონაწილეობა მიიღეს ნედლეულის შეგროვების პროცესში, ასევე საშუალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები.
✅სიახლეს წარმოამდგენს საწარმოს ერთ-ერთი მიმართულება- იოდიზირებული ჩაის წარმოება. აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებულად წარმატებული და პოპულარულია ბაზარზე.
📌ქართული ჩაის ისტორია XIX საუკუნეში დასავლეთ საქართველოში დაიწყო. გურიის სამთავროს უკანასკნელმა მთავარმა მამია V გურიელმა 1809 წელს პირველი ბუჩქები საკუთარ ბაღში დარგო, 1847 წელს ოზურგეთში პირველი ჩინური ბუჩქები დაირგო. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული კლიმატი ჩაის მოსაშენებლად ხელსაყრელი აღმოჩნდა, საქართველოში ჩაის მოსავლის აღების პერიოდი მაისიდან სექტემბრამდეა, შესაბამისად, ქართულ ნედლეულს არ სჭირდება შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების დამატება. სწორედ ეს მახასიათებლები გამოარჩევს ქართული ჩაის გემოსა და ხარისხს სხვა კულტურებისაგან.
📍წყარო: ფასილიტატორის ანგარიში
✅საწარმოში ვიზიტი განხორციელდა პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად. პროექტების ფინანსური მხარდამჭერია ევროკავსირის დელეგაცია საქართველოში და გერმანული ფონდი „პური მსოფლიოს“. #CSRDG #YPU #SAGA #Skills4Jobs #brotfortheword