შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ: 👇
შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ:
გურიაში მაღალია მოთხოვნა უბრალოდ მუშახელზე, როგორც მშენებლობის, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში, მაგრამ კვლავაც დაბალი ანაზღაურების გამო, დამსაქმებლებს უჭირთ კადრების მობილიზება.
დასაქმების შიდა ბარიერებად, სამუშაო გამოცდილების სიმწირე; ცოდნისა და უნარების განახლების შესაძლებლობის არარსებობა; ინგლისური ენის არცოდნა გამოვლინდა
დასაქმების გარე ბარიერებად სამუშაო ადგილების სიმწირე; დაბალი ანაზღაურება; შრომითი უფლებების არ არსებობა და ნეპოტიზმი დასახელდა.
ყველაზე დაბალი საშუალო შეფასება დასაქმებულთა ლიდერობის (2.86 ქულა) და ICT (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) (2.88 ქულა) უნარებს აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არის როგორც ზედმეტი კვალიფიციურობა, ასევე უნარების შეუსაბამობა/ნაკლებობა, საერთო ჯამში, სახეზე გვაქვს აცდენა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.
შრომის ბაზრის კვლევა საქართველოს სამ რეგიონში - გურია, კახეთსა და ქვემო ქართლში, ორი მიმართულებით ჩატარდა:
დასაქმების აღქმული ბარიერების კვლევა სამუშაოს მაძიებელთა შორის; - https://bit.ly/3h5ekFF
ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევა;- https://bit.ly/3tlB5Kr
კვლევის მიზანი იყო, ადგილობრივი შრომის ბაზრისა და იმ ბარიერების შესწავლა, რომლებსაც სამუშაოს მაძიებლები აწყდებიან საქართველოში.
კვლევის პრეზენტაციის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ - https://bit.ly/3xq6lse
კვლევა მომზადდა „ეისითის“ მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრის დაკვეთით, პროექტ - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union"თან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია-საგათან თანამშრომლობით.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.