სიახლეები

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

📢 2020 წლის 3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები და ლიდერთა სკოლის მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში ქართველი ქალი რეჟისორის მარიამ ჭაჭიას საავტორო დოკუმენტური ფილმის "მოუსმინე სიჩუმეს" ჩვენება-განხილვას დაესწრნენ.
✅“მოუსმინე სიჩუმეს” არის ფილმი 9 წლის სმენადაქვეითებული ბიჭის შესახებ, რომელსაც სურს ოცნება აისრულოს და ცეკვა ისწავლოს. ფილმის გმირები სიჩუმის სამყაროში ცხოვრობენ, სივრცეში რომელიც თითქოს ჩვენგან არც ისე შორსაა, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილას მდებარეობს.
ფილმის გმირები ცეკვას სხეულზე ბიტების შეგრძნებით, რიტმის მათემატიკური გამოთვლებით იმახოსვრებენ.
✅ ფილმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ კინოდოკუმენტალისტიკაში, რადგან მას საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს.
ახალგაზრდებმა ფილმის ნახვის შემდეგ რეჟისორთან ერთად იმსჯელეს შშმ პირთა ინტეგრაციის პრობლემებზე, სტიგმაზე, გამოწვევებსა და ბარიერებზე რომლებიც ჯერ კიდევ მძაფრად იგრძნობა ჩვენს სოციუმში.
📌შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#YPU
#PITA #UNAG #USAID