სიახლეები

სოციალურ საწარმოში Ketostan / ქეთოსთან

2022 წლის 21 ივნისს, ლიდერთა სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სოციალურ საწარმოში Ketostan / ქეთოსთან
☑️ ახალგაზრდებმა სასწავლო სესიებზე მიღებული ინფორმაციების საფუძველზე იმსჯელეს სოციალური მეწარმეობის არსზე, არსებული გამოწვევებისა და რისკების შესახებ.
კაფეს დამფუძნებელმა მოზარდებთან ისაუბრა პირადი გამოცდილების შესახებ და ყურადღება გაამახვილა რეგიონალურ კონტექსტზე და იმ სტერეოტიპებზე, რომელთა გადალახვაც უწევდა საწყის ეტაპზე.