სიახლეები

სტუმრად საწარმოში

📌15 ივნისს სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. გუმბათის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები დმანისში, სოფ. სარკინეთში ეწვივნენ შვეიცარულ აგრარულ სკოლა კავკასიას.
🔍შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა
• მოისმინეს ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შესახებ
• დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებელი და ყველის საწარმო
• შეხვდნენ ტექნოლოგს
• მოინახულეს ლაბორატორია
• დააგემოვნეს შვეიცარული ტექნოლოგიით დამზადებული ქართული რძის პროდუქტი
🖇მოზარდებს საშუალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა.
🤝ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი მადლობას უხდის „შვეიცარულ აგრარულ სკოლა კავკასიას“ თანამშრომლობისთვის
📍შეხვედრა განხორციელდა პროექტის “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. #CSRDG #YPU #SAGA #Skills4Jobs #brotfortheword