სიახლეები

თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგების კვირეული

📢 ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის მოსწავლეების დამოუკიდებელი ინიციატივით თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგების კვირეული მოეწყო.
✔️ 2020 წლის 15 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით ლიდერთა სკოლის თბილისისა და ოზურგეთის ფილიალების წევრების მიერ ჩატარდა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის ტრენინგ-კურსი თემაზე - ბავშვთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. თემა შეირჩა სკოლის სილაბუსის შესაბამისად და კვირეული იყო წლის ერთგვარი შეჯამება.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე:
▪️ბავშვის უფლებათა კონვენცია / განვითარების ეტაპები და ვალდებულებები;
▪️სასწავლო დაწესებულებების როლი და ვალდებულება მოზარდის უსაფრთხოებაში;
▪️სამართალდამცავების პასუხისმგებლობა ბავშვთა უსაფრთხოებაში;
▪️ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი პოპულარიზაცია მოზარდებში;
▪️კიბერძალადობა და მისგან თავდაცვა;
▪️ბავშვთა ფსიქოლოგიური უსაფრთხოება.
✔️ ტრენინგის მსვლელობისას ძირითად რესურსად გამოყენებული იყო “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” და UNICEF-ის ანიმაციები.
✔️კვირეულში მონაწილეობდა 15 მონაწილე. შეხვედრები ინტერაქტიური ხასითის იყო და მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი ონლაინ სერთიფიკატები.
☑️ ორგანიზაცია მადლობას უხდის იდეის ავტორებს და კურსში ჩართულ თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის.
#ლიდერთასკოლა
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი