სიახლეები

თემატური სკოლა

2020 წლის 26-29 თებერვალს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ქ. თბილისში თემატური სკოლა გაიმართა, რომელშიც ლიდერთა სკოლის ოზურგეთის, ჩოხატაურისა და თბილისის ჯგუფების მოზარდები მონაწილეობდნენ.
📌თემატური სკოლის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ: შეხვედრა კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდესთან. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სპეციფიკისა და ფუნქციების შესახებ.

📌თემატური სკოლის მეორე დღეს გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მოზარდებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც საფრთხეს უქმნის მათ განვითარებას. ყურადღება გამახვილდა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ასევე, მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა შეხვედრაზე ღიად ისაუბრეს საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც აფერხებს ან საფრთხეს უქმნის მოზარდთა განვითარებას. განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასკოლო ინფრასტრუქტურა; სპორტის გაკვეთილები და სპორტული ინფრასტრუქტურა; კვების ბლოკი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები; გამწვანება და ეკოლოგიურად სუფთა გარემო; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

✔️თემატური სკოლა კარლ პოპერის დებატების ტურნირით დასრულდა. ოზურგეთის, თბილისისა და ჩოხატაურის ლიდერთ სკოლის მოდებატეებმა იმსჯელეს რეზოლუციაზე: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საჯარო სკოლებშ უფასო ერთჯერადი კვება.

📌აღსანიშნავია, რომ თემატური სკოლის დებატ ტურნირს შემოუერთდნენ ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც შეაფასეს დებატ ტურნირში მონაწილე გუნდები და გამოავლინეს საუკეთესო.

🏆ტურნირის გამარჯვებული ოზურგეთის ლიდერთა სკოლის მოდებატეები გახდნენ (ნანუკა მეგრელიძე , ლიზა ხუხია , გიორგი ხუხია) . გამოვლინდა 3 საუკეთესო ტოპ სპიკერი (თეკლე სიხარულიძე- ჩოხატაური, ეკატერინე ტოტოჩავა- ოზურგეთი, სოსო თოლორდავა - თბილისი).
📌 თემატური სკოლა განხორციელდა პროექტის "სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის.
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი #ლიდერთასკოლა