სიახლეები

თემატური სკოლა „განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა და მენეჯმენტი“

📌ამა წლის 9-10 აპრილს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის გურიის რეგიონის პარტნიორი საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლების, განათლების სისტემაში ახლად შემოერთებული პედაგოების მონაწილეობით ჩატარდა თემატური სკოლა „განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა და მენეჯმენტი“
🎯კვირეულის მიზანს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება ორგანიზაციული კულტურის, მართვის დემოკრატიული პრინციპებისა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესახებ წარმოადგენდა, რაც მათ დაეხმარებათ საკუთარი ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას პროირიტეტული მიმართულებების გამოყოფაში.
📍მონაწილეებთან ინტერაქტიური შეხვედრები გამართეს მოწვეულმა ექსპერტებმა და განიხილეს შემდეგი საკითხები:
• გიორგი გახელაძე- საგანმანათლებლო ლიდერის მახასიათებლები; ლიდერობა, როგორც ორგანიზაციული კულტურა; ორგანიზაციული ლიდერი, როგორც მოტივაციის წყარო; პასუხისმგებლობის დელეგირებისა და მონიტორინგის პოზიტიური სტრატეგიები
• მაკო ჯაოშვილი - იდეის საქმედ ქცევა- მართვის სტრატეგიები ამ პროცესში; გუნდის შეკვრა; მოლაპარაკებები ორგანიზაციის შიგნით და გარეთ
• მანანა ჯინჭარაძე- სასკოლო გარემოს პოზიტიური მახასიათებლები; პოზიტიური საკლასო გარემო; კომუნიკაცია არაძალადობრივი მეთოდებით; მოტივაცია და სწავლის მოტივაციის კომპონენტები; მოტივაციის ფაქტორები; მოსწავლეზე ორიენტირებული, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა
✅თემატური კვირეული ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.