სიახლეები

ტრენინგები ქალთა უფლებების შესახებ

📢 გურიანთის საჯარო სკოლაში გრძელდება ტრენინგები ქალთა უფლებების შესახებ.
✅ თანატოლგანმანათლებლებმა მოზარდებთან შეხვედრაზე ისაუბრეს შშმპ ქალების უფლებების, საჭიროებების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
✔️ მცირე მიკრო-გრანტების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, ფემინიზმი, ქართველი ფემინისტი ქალები, შრომის თანაბარი გადანაწილება.
📌 აქტივობები ჩატარდა პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” რომელსაც ახორციელებს ,,ქალები საერთო მომავლისთვის” პარტნიორობით ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „პანკისის ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი საქართველოსთვის.