სიახლეები

ტრენინგი გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლების წარმომადგენელი ფასილიტატორებისთვის

🔵🟡 9 და 10 ივნისს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლების ფასილიტაციით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლების წარმომადგენელი ფასილიტატორებისთვის, რომლებიც უხელმძღვანელებენ მეწარმეობისა და კარიერული განვითარების კლუბებს.
🎯 ტრენინგის მიზანს სასწავლო სილაბუსის პირველი მოდულის გაცნობა და მონაწილეების ფასილიტაციის უნარ-ჩვევების გაძლიერება წარმოადგენდა.
📝 მეწარმეობისა და კარიერული განვითარების კლუბების მუშაობა დაეფუძნება „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებულ სასწავლო სილაბუსს.
✅ საჯარო სკოლებში მეწარმეობისა და კარიერული განვითარების კლუბების შექმნის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებმა ბავშვებმა განივითარონ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.