სიახლეები

ტრენინგი „მეწარმეობის კომპეტენციის განვითარება“

📢8-11 აპრილს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი „მეწარმეობის კომპეტენციის განვითარება“ და მოეწყო პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" პრეზენტაცია . ტრენინგს ფასილიტაციას უწევდა მოწვეული ტრენერ-კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე.
✅ტრენინგი მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:
• ღირებულებებზე დაფუძნებული პედაგოგიკა
• EU კომპეტენციათა ჩარჩო, სამეწარმეო კომპეტენცია
• სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების გზები, აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
• ცვლილებების საჭიროება საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სხვა
📌გურიის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ტრენინგი დისტანციურად, zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.
📌შეხვედრა ჩატარდა პროექტ "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომლის მიზანია - ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება.
📌პროექტს ახორციელებს
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი-თან და
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია-საგა
სთან ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.