სიახლეები

ტრენინგი პარტნიორი სკოლების ფასილიტატორებისთვის

🔵🟡 25-26 მარტს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლების ფასილიტაციით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი გურიის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების წარმომადგენელი პარტნიორი სკოლების ფასილიტატორებისთვის, რომლებიც აპრილიდან უხელმძღვანელებენ იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიებს.
🎯 ტრენინგის მიზანს სასწავლო სილაბუსის პირველი და მეორე მოდულის გაცნობა და მონაწილეების ფასილიტაციის უნარ-ჩვევების გაძლიერება წარმოადგენდა.
📝 იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების მუშაობა დაეფუძნება „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებულ სასწავლო სილაბუსს.
✅ საჯარო სკოლებში სასკოლო კლუბების შექმნის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებმა ბავშვებმა განივითარონ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.
✅ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.