სიახლეები

ციფრული პლატფორმების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში

📢 2020 წლის 11 სექტემბერს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" თანამშრობლებისთვის სანდრო ასათიანმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე "ციფრული პლატფორმების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში".
✔️შეხვედრის მიზანი იყო ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო სილაბუსის მორგება ციფრულ პლატფორმებზე, რათა დისტანციური სწავლება კიდევ უფრო ინტერაქციული და საინტერესო გახდეს.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სწავლა და სწავლება ტექნოლოგიების ეპოქაში, ციფრული პლატფორმები, თაობათა კლასიფიკაცია და სწავლების განსხვავებული მოდელები.