სიახლეები

„ცუმბო პოპსი“

✏️14 ივნისს სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდას „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები შეხვდნენ მეწარმე მარი ჭუმბურიძეს, რომელიც 5 წელია აწარმოებს ხილის პოპსებს - „ცუმბო პოპსი“
🔍შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს:
• სამეწარმეო საქმიანობის იდეის, კონცეფციის,
• ღირებულებაზე დაფუძნებული, კეთილსინდისიერი, პრინციპული სამეწარმეო საქმიანობის,
• მომხმარებლებთან ურთიერთობის, მათი ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების,
• სირთულეებთან, გამოწვევებსა და კრიზისულ პერიოდებთან გამკლავების,
• ჯანსაღი პროდუქტის წარმოების მნიშვნელოვნებას, მახასიათებლებსა და თავისებურებებზე
• წარმატების, მოგების განაწილების, რეინვესტირებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ
📌მოზარდებს საშუალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა.
✅შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა დააგემოვნეს ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქტი- „ცუმბო პოპსი“
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი მადლობას უხდის მარი ჭუმბურიძეს თანამშრომლობისთვის ❤
📍შეხვედრა განხორციელდა პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. #CSRDG #YPU #SAGA #Skills4Jobs #brotfortheword