სიახლეები

თვითშეფასების პროცესი

🔵🟡 მიმდინარე წლის განმავლობაში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მხარდაჭერითა და კონსულტირებით გურიის რეგიონის 6 პარტნიორ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მიმდინარეობს ორგანიზაციის თვითშეფასების პროცესი.
საბავშვო ბაღებთან ინდივიდუალური კონსულტირების ფარგლებში განისაზღვრა შეფასების კრიტერიუმები, მომზადდა კვლევის დიზაინი, ჩატარდა კვლევა და მიმდინარეობს ტრანსკრიპტების დამუშავება.
✅ 📝 25 მაისს ორგანიზაციის წარმომადგენლების ფასილიტაციით პარტნიორი სკოლების სამუშაო ჯგუფებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანსაც აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და ანგარიშის სტრუქტურის გაცნობა წარმოადგენდა.
➡️ პროექტი „უკეთესი მომავლისთვის“ გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.