სიახლეები

ვიზიტი ნამჯის სახლში

26 ოქტომბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის „ლიდერთა სკოლის“ თბილისის ფილიალის მოსწავლეებმა მოინახულეს საგარეჯოს რეგიონში, გარეჯის გზაზე მდებარე ბიომეურნეობა, ვენახი, მარანი და ნამჯის სახლი.
მოსწავლეები შეხვდნენ აღნიშნული მეურნეობის მფლობელ ნოდარ ლატიბაშვილს. მან ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა სადაზღვევო სფეროს დატოვება და სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღეს მეწარმეების წინაშე არსებობს.
გამომდინარე იქედან, რომ ლიდერთა სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის განმავლობაში ეცნობიან ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობასა და უპირატესობებს, აღნიშნული ვიზიტი მათთვის საინტერესო გამოდგა.