
ამა წლის 13 ივნისს ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელების, კერძოდ, შემოქმედის, ნაგომრის, მერიის, კვირიკეთის, ნარუჯის, გურიანთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის სკოლის წარმომადგენლები.