ორგანიზაციის II კომპონენტი - საგანმანათლებლო დაწესებულებებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება

კომპონენტის მიზანი:  საჯარო სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო გარემო გაუმჯობესება, მართის პრო­ცესში მასწავლებლების, მშობლებისმოსწავლეების, აღსაზრდელების, სტუდენტების ჩართვა და სასწავლო დაწესებულებების გარემოს მოსწავლეების/აღსაზრდელების/სტუდენტების  საჭიროებებზე ორიენტირება.

კომპონენტის მუშაობის ძირითადი სფეროები შემდეგია:

1.    მონიტორინგი, კვლევა, ადვოკატირების კამპანიები;

2.    სკოლების განვითარება.

 

მონიტორინგი, კვლევა, ადვოკატირების კამპანიები

 

კომპონენტის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, კვლევა და ადვოკატირება. თავდაპირველად, პრობლემების გამოსავლენად, მიმდინარეობს სამიზნე გარემოს მონიტორინგი. შემდგომ გამოვლენილი პრობლემების შესასწავლად და შესაფასებლად ტარდება კვლევა. საბოლოო ეტაპზე, კი იწყება ადვოკატირების კამპანიები, რათა გადაიჭრას გამოვლენილი პრობლემები.

 

კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის თემებია:

1. განათლების სისტემის სამართლებრივი მონიტორინგი:

მონიტორინგის მიზანი იყო 1. საჯარო სკოლების საკანონმდებლო ბაზის აღსრულების საკმარისობისა და ეფექტიანობის კვლევა. 2. სსიპ საჯარო სკოლების ეკონომიკური საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა [ნორმატიული აქტების ანალიზი].

 

2. გათბობის სისტემის მონიტორინგი გურიის საჯარო სკოლებში

მონიტორინგის მიზანი წარმოადგენდა იმის გამოვლენას , თუ რამდენად არის დაცული საჯარო სკოლებში ბავშვის უფლებების კონვენციის 28-ე მუხლში  დეკლარირებული საკითხები, ანუ შექმნილია თუ არა სკოლებში რეგულარული დასწრების ხელშემწყობი პირობები ზამთარში.

 

3. სკოლის ბუფეტებისა და სასწავლო გარემოს განათების მონიტორინგი გურიის საჯარო სკოლებში.

მონიტორინგის მიზანი გახლდათ გამოვლენა იმისა, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოში რეკომენდებულ სააღმზრდელო ნორმებსა და სტანდარტებებს გურიის რეგიონის სკოლებში არსებული მდგომარეობა სასკოლო ბუფეტების  მდგომარეობისა და სასწვლო გარემოს განათების ( ელექტრიფიცირების) კუთხით.

 

4. საქართველოს პრესაში ზოგადი განათლების საკითხების გაშუქების სიხშირისა და ხარისხის მონიტორინგი.

მონიტორინგის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად პოპულარულია და პრიორიტეტულია ზოგადი განათლების თემა ქართულ პრესაში.

 

5. წყლისა და სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგი გურიის საჯარო სკოლებში.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოში რეკომემენდულ სააღმზრდელო ნორმებსა და სტანდარტებს სასმელი წყლისა და სველი წერტილების მდგომარეობა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებში.

 

6. განვითარებაზე ორიენტირებული მუხლების მონიტორინგი საჯარო სკოლიების ბიუჯეტში.

მონიტორინგის მიზანი იყო გამოვლენა იმისა,  აქვთ თუ არა სკოლებს განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რამდენადაა თანხა მიმართული  სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებაზე;

 

კომპონენტი მუშაობს კვლევითი მიმართულებითაც.  ჩატარებული კვლევები:

1.     საჯარო სკოლებში კვების ობიექტების ფუნქციონირების შესახებ არსებული პრაქტიკის კვლევა.

2.     ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში

3.     პროფესიული განათლების შესახებ არსებული დამოკიდებულებების კვლევა (გურიის რეგიონის მაგალითი)

4.     უსაფრთხო გარემოს შეფასება გურიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში

5.     საგანმანათლებლო გამოწვევები საჯარო სკოლებში, რომლებშიც ეთნიკურად ქართველი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ ან ასწავლიან (ოზურგეთის რაიონის სკოლების მაგალითზე)

6.     ინკლუზიური განათლების პროგრამის მიმდინარეობის შეფასება (გურიის სკოლების მაგალითი

 

თითოეული კვლევის ანგარიშის მომზადების შემდეგ შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებსაც დაეფუძნა ადვოკატირების კამპანიები.  

 

2. გურიის სკოლებისა და ბაღების განვითარება

სკოლების განვითარების მიმართულებით ორგანიზაცია მუშაობს როგორც პარტნიორ, ასევე არასამიზნე სკოლებთანაც. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მშობლები.

 

მუშაობა პარტნიორ და არასამიზნე  სკოლებთან

კომპონენტის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს პარტნიორ და არასამიზნე სკოლებსა და ბაღებთან მუშაობა. კერძოდ, ორგანიზაციას წლის განმავლობაში ჰყვას რამდენიმე პარტნიორი სკოლა და ბაღი, რომლებთანაც აქტიურად მუშაობენ ორგანიზაციის თანამშრომლები. ასევე ორგანიზაცია მუშაობს არასამიზნე სკოლებთან. პედაგოგებისა და მშობლებისთვის ტარდება ტრენინგები და კონსულტაციები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ორგანიზაციას არსებობის განმავლობაში ჰყავდა 41 პარტნიორი სკოლა, 4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გურიის მასშტაბით და ერთი სკოლა ქობულეთში. ესენია:

ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა

ოზურგეთის #3 საჯარო სკოლა

ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა

ოზურგეთის #5 საჯარო სკოლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ   შემოქმედის  საჯარო სკოლა

სოფელ  ცხემლისხიდის  საჯარო სკოლა

სოფელ ბახვის საჯარო სკოლა

სოფელ გაღმა გვაბზუს  საჯარო სკოლა

სოფელ ბოხვაურის  საჯარო სკოლა

სოფელ დვაბზუს  საჯარო სკოლა

სოფელ გომის  საჯარო სკოლა

სოფელ ლიხაურის  საჯარო სკოლა

სოფელ გურიანთის  საჯარო სკოლა

სოფელ ბაილეთის  საჯარო სკოლა

სოფელ   შემოქმედის  საჯარო სკოლა

სოფელ მელექედურის  საჯარო სკოლა

სოფელ მერიის   საჯარო სკოლა

სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლა

სოფელ შრომის საჯარო სკოლა

დაბა ურეკის საჯარო სკოლა

დაბა ლაითურის საჯარო სკოლა

დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა

სოფელ ზემონატანების საჯარო სკოლა

სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლა

წმნინოს სამრევლო სკოლა

წმ.გაბრიელის სამრევლო სკოლა

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

ხიდისთავის საჯარო სკოლა

ბუკნარის საჯარო სკოლა

ჩაისუბნის საჯარო სკოლა

გუთურის საჯარო სკოლა

შუაგანახლების  საჯარო სკოლა

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

#1 საჯარო სკოლა

#2 საჯარო სკოლა

#3 საჯარო სკოლა

შუხუთის საჯარო სკოლა

ლესის საჯარო სკოლა

სუფსის საჯარო სკოლა

ახალსოფლის საჯარო სკოლა

ხაჯალიის საჯარო სკოლა

 

ქობულეთი

#3 საჯარო სკოლა

 

პარტნიორი სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებები:

სოფელ შრომის საჯარო ბაღი

სოფელ ნასაკირალის საჯარო ბაღი

სოფელ ლაითურის საჯარო ბაღი

სოფელ ნიგვზიანის საჯარო ბაღი

 

კომპონენტი პარტნიორ და არასამიზნე სკოლებს სთავაზობს შემდეგი სახის აქტივობებს: ტრენინგები, კონსულტაცია, მიკრო გრანტების კონკურსი, სემინარები, საჯარო დისკუსიები, ფილმების ჩვენება და დისკუსია აქტუალურ თემებზე, კონფერენციები.

 

პარტნიორი სკოლების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

1.      სკოლების თვითშეფასების პროცესი: განხორციელდა 9 პარტნიორი სკოლის თვითშეფასების პროცესი. მომზადდა 9 ანგარიში.

სტრატეგიული განვითარების  მომზადება:

განხორციელდა 10 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების 6-წლიანი გეგმების შემუშავება.  მომზადდა 10 სტრატეგიული განვითარების გეგმა. მომზადდა 10  სკოლის ოპერაციული გეგმა.

მომზადდა სატრენინგო მოდულები:

·        დისციპლინური კომიტეტის დებულების მოდული

·        მასწავლებელთა რეიტინგული შეფასების  სისტემის მოდული

·        ინკლუზიური განათლების  კონცეფციის მოდული

·        პრაქტიკის კვლევის მეთოდოლოგიის მოდული

 

კომპონენტის წევრების მიერ ჩატარდა სემინარები:

·        კათედრების ეფექტიანი ფუნქციონირება

·        მასწავლებელთა რეიტინგული შეფასება

·        ეკონომიკური საქმიანობის იურიდიული საკითხები

·        მოსწავლეთა ტესტირება და  ინფორმაციული ბანკის შექმნა

სემინარებს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებიც განათლების მეთოდიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას „ სკოლა- ოჯახი-საზოგადოება“ წარმოადგენდნენ.

 კომპონენტის წევრების მიერ ჩატარებული ტრენინგები როგორც სამიზნე ასევე არასამიზნე სკოლებისთვის:

·         დისცილინური კომიტეტის მუშაობა სკოლაში

·        პროექტების წერა

·        სამეურვეო საბჭოს როლი

·        ინკლუზიური განათლების  დანერგვა

·        მონიტორინგის უნარ-ჩვევები

·        ადვოკატირების უნარ-ჩვევები

·         სკოლის დირექტორის ანგარიშის მომზადება.

 

ჩატარდა სკოლების დოკუმენტების აუდიტი-  სკოლების მიერ მომზადებული დოკუმენტების  ( სკოლის პედსაბჭოს ოქმები, სამეურვეო საბჭოს ოქმები,  სტრატეგიული გეგმები, ოპერაციული გეგმები, კათედრის გეგმები და ა> შ.

კომპონენტის წევრების  მიერ გაწეული კონსულტაციების შედეგად  სხვადასხვა დონორების მიერ  დაფინანსდა სასკოლო პროექტები:

·        ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლის პროექტი- სკოლაში რესურს ოთახის მოწყობა სპეციალური საჭიროებების მქონე  მოსწავლეთათვის (  დონორი გერმანიის საელჩო)

·        ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის  საჯარო სკოლის პროექტი- ეზოს კეთილმოწყობა, გამწვანება და ეკოლოგიური ხასიათის შემეცნებითი საქმიანობა სკოლაში ( დონორი კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი CNN)

·        ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის პროექტი-სკოლაში რესურს ოთახის მოწყობა სპეციალური საჭიროებების მქონე  მოსწავლეთათვის (  დონორი გერმანიის საელჩო)

·        ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის პროექტი- სკოლაში რესურს ოთახის მოწყობა სპეციალური საჭიროებების მქონე  მოსწავლეთათვის (  დონორი აშშ-ს  საელჩო)

ასევე ორგანიზაციის მიერ მიკრო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულია სხვადასხვა სკოლისა და ბაღის მიერ მომზადებული პროექტები:

1. სოფლის ფილტვები – ხაჯალიის საჯარო სკოლა

2. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია – ნაგომრის საჯარო სკოლა

3. ბულინგი და მისი პრევენცია – შემოქმედის საჯარო სკოლა

4. თემში სპორტული მოედნის მოწყობა ახალგაზრდებისთვის.- სოფელ კოხნარის საჯარო სკოლა

5. დაბა ლაითურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების/ საბავშვო ბაღის  ბავშვების   ფიზიკური  განვითარების ხელშეწყობა - დაბა  ლაითურის  #1 ბაღი

6. თოჯინების თეატრის საშუალებით   რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობის  სწავლება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის გურიის სხვადასხვა   სოფელში - სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში

7. “სამკუთხედი“ - ოზურგეთის წმინდა მამა გაბრიელის სახელობის სამრევლო სკოლა

8. საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის გაძლიერება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაითურის საჯარო სკოლა

 

 

ტრენინგები

·        საჯარო სკოლების სტრუქტურული ერთეულების  უფლებები და მოვალეობები-  

·        ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მექანიზმები

·        კათედრების მუშაობა, დებულება, გეგმის შემუშავება

·        კვლევის მეთოდები, მათ შორის პედაგოგიური კვლევა

·       ადვოკატირება

·         ინკლუზიური განათლება

·         სკოლის თვითშეფასება

·         მონიტორინგის უნარ– ჩვევები

·         ბულინგი და მისი იდენტიფიცირება

·         პროექტების წერა

·        ორგანიზაციული კულტურა და კონფლიქტების მართვა

·        პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა (დამწყებთათვის)

·        მრავალფეროვნება და მისი მართვა

·        უსაფრთხო გარემო სკოლასა და ბაღში

·        ბავშვთა დაცვის საკითხები

 

 

კონფერენცია

მნიშვნელოვანიარომ პედაგოგებმარომლებიც ტრენინგებისა და კონსულტაციების საშუალებით იღებენ უამრავ ინფორმაციასა და სიახლესმიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ პრაქტიკაშიშესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კონფერენციები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება იმისთვის, რომ მასწავლებლებმა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, სხვებს გააცნონ და ესაუბრონ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც მათ სკოლებში არსებობს.

საკონფერენციო თემები:

·      „არასრულწლოვანთა  საზიანო შრომა“

·      „ჯანსაღი კვება სკოლაში“

·      „ბულინგი სკოლაში“

·      „ინკლუზიური განათლება ლაითურის საჯარო  სკოლაში და ბაღში“

·        მშობელთა დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების მიმართ

·        როგორი მასწავლებელი მინდა მყავდეს

·        რატომ ირჩევენ სკოლას

·        ზეპირი ანგარიშის უნარების განვითარება ბავშვებში

·        მშობელთა ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში

·        დიაგნოსტიკური ტესტირება

·        ადაპტირებული გაკვეთილი

·        კლასის საათი: ”მეგობრობა გზად და ხიდად

·        ჩემი იაკობი

·        პროექტი - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია

·        მოვემზადოთ სალაშქროდ

·        „არასრულწლოვანთა  საზიანო შრომა;“ 

·        „ჯანსაღი კვება სკოლაში;“

·        „ინკლუზიური განათლება ლაითურის საჯარო  სკოლაში და ბაღში;“

·        „ბავშვზე ძალადობის ფორმები;“

·        „ინკლუზიური განათლების გამოწვევები;“

·        „კონფლიქტების მართვა სკოლაში;“

·        „მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა სასკოლო ცხოვრებაში;“

·        „სკოლის დემოკრატიული მართვა;“

·        „ინკლუზიური განათლების გამოწვევები გურიანთის საჯარო სკოლაში;“

·        „სკოლის დემოკრატიული მართვის უნარ-ჩვევები;“

 

 

Ø საზოგადოების ინფორმირების მინზით:

 

ორგანიზაცია და კონკრეტულად სასწავლო დაწესებულებების დემოკრატიზაციის ხელშეწყობის კომპონენტი ინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოსცემს გაზეთს „საფეხური“. დღემდე გამოცემულია გაზეთ „საფეხურის“ 41 ნომერი (თითოეულის ტირაჟი - 500 ).

 სხვა გამოცემები:

1. განათლების სისტემის სამართლებრივი მონიტორინგის ანგარიში

2. გურიის საჯარო სკოლებში  გათბობის სისტემის მონიტორინგის  ანგარიში

3. გურიის საჯარო სკოლებში   სკოლის ბუფეტებისა და სასწავლო გარემოს განათების მონიტორინგის  ნგარიში

4. საქართველოს პრესაში ზოგადი ფგანათლების საკითხების გაშუქების სიხშირისა და ხარისხის მონიტორინგის ანგარიში

5. გურიის საჯარო სკოლებში წყლისა და სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგის   ანგარიში

6. საჯარო სკოლის ბიუჯეტებში განვითარებაზე ორიენტირებული მუხლების მონიტორინგის  ანგარიში

7.  სკოლის დირექტორის ანგარიში

8. პროფესიული განათლების შესახებ არსებული დამოკიდებულებების კვლევა

 

ორგანიზაცია მართავს როგორც საჯარო, ისე სატელევიზიო დისკუსიებს შემდეგ თემებზე:

·   საჯარო დისკუსია - არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკურ აქციებში

·   საჯარო დისკუსია - ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა მოზარდებზე

·   სატელევიზიო დისკუსია - ბულინგი

·   სატელევიზიო დისკუსია - ალკოჰოლი