კაფე "რვას+1"

2015 წლის 7 დეკემბერს, გაიხსნა მულტიკულტურული/ლიტერატურული კაფე „რვას+1“ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“, როგორც იცით, წამოიწყო ახალი პროექტი; მულტიკულტურული კაფე "რვას + 1", რომელიც ორგანიზაციისთვის არის სოციალური მეწარმეობა. სოციალური მეწარმეობა არის ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობა, რომლის უპირველელსი მიზანი სოციალური ხასიათისაა, მიღებული მოგება რეინვენსტირდება თემში დასახული სოციალური მიზნების მისაღწევად. მისი მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა. სოციალური საწარმოები საზოგადოებრივ სექტორს აძლევენ შესაძლებლობებს ინოვაციური ბიზნეს მიდგომებით უპასუხონ არსებულ გამოწვევებს. ჩვენი სოციალური საწარმოს. კაფე "რვას + 1"-ის მიზანს წარმოადგენს 18-25 წლის ახალგაზრდების დასაქმება, მათვის სამუშაო გამოცდილების მიცემა. კაფის გახსნის დღიდან კაფეში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა 8 ახალგაზრდამ, საიდანაც 4 მათგანი ამ დრომდე მუშაობს ჩვენს კაფეში.

https://www.facebook.com/cafe8plus1/